თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შესაძლოა სხვა კლუბში გაიყიდოს, თუ „მანჩესტერში“ თამაშის ხარისხს არ გააუმჯობესებს, აცხადებს იუნაიტედის ყოფილი ფორვარდი იან რაითი ბი-ბი-სისთან (BBC) ინტერვიუში.
ლონდონის „არსენალში“ ჩატარებულ 166 მატჩში სანჩესმა 80 გოლი გაიტანა, ახალ კლუბს კი ჯერ-ჯერობით ვერ მოერგო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელფასი კვირაში 391 000 ფუნტი სტერლინგია.
„მე რომ ბიზნესმენი ვიყო, სეზონის ბოლომდე დავიცდიდი, შევხედავდი სიტუაციას და მერე მივიღებდი გადაწყვეტილებას“, – ამბობს რაითი.
მანჩესტერში ჩილელ ფორვარდს საკმაოდ შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა, როდესაც ასოციაციის თაზე „იოვილთან“ გამოიჩინა თავი, თუმცა მას შემდეგ განსაკუთრებულს ვერაფერს აჩვენებს და 23 მატჩში მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი.
„წარმოიდგინეთ, „მანჩესტერმა“ მასში საკმაოდ დიდი ფული გადაიხადა და ახლა ალბათ ფიქრობენ, როგორ ამოიღონ ეს თანხა“, – ამბობს რაითი, – „ის ნამდვილად მონდომებულია და ცდილობს, რომ რაღაცა გამოვიდეს, მაგრამ არაფერი გამოდის. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ბეჭემზე მთელი მსოფლიოს სიმძიმე აწევს. არსენალში სულ სიცილით და ღიმილით თამაშობდა და იმედი მაქვს, ასეთ დამოკიდებულებას დაიბრუნებს“.