იან ლიპავსკი - უკრაინელები აცნობიერებენ, რომ მომავალში ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მხოლოდ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციით იქნება უზრუნველყოფილი
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ უკრაინის მიერ რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა შეუზღუდავი არ არის.
როგორც ლიპავსკიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა, უკრაინელები აცნობიერებენ, რომ მომავალში ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მხოლოდ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციით იქნება უზრუნველყოფილი.
ჩეხეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ამ გზაზე უკრაინას პრაღის მხარდაჭერა აქვს, თუმცა ეს დახმარება გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს.
„უკრაინამ რეფორმები არ უნდა შეანელოს, ისევე როგორც არ უნდა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ზომები. ეს უკრაინის ევროპისკენ მიმავალი გზის წესების მყიფე, მაგრამ აუცილებელი კომპონენტებია“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.
ცნობისთვის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი დღეს კიევში ჩავიდა. ეს უკრაინაში მისი მეექვსე ვიზიტია.