იან კელი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა უდიდესი პრობლემაა
იან კელი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა უდიდესი პრობლემაა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა უდიდესი პრობლემაა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებსა და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრები. ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ კონფლიქტურ რეგიონებში პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე უდიდესი პრობლემაა. პარლამენტის თავმჯდომარეს შევთავაზეთ, რომ მოხდეს საქართველოს პარლამენტის დაკავშირება აშშ-ის სათანადო წარმომადგენლებთან და გამოცდილების გაზიარება, რაც აღნიშნულ საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით არსებობს“, – აღნიშნა იან კელიმ.