იან კელი - აშშ მხარს უჭერს ომბუდსმენის ოფისს, ვინაიდან დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია
იან კელი - აშშ მხარს უჭერს ომბუდსმენის ოფისს, ვინაიდან დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია

აშშ მხარს უჭერს ომბუდსმენის ოფისს, ვინაიდან დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს უჩა ნანუაშვილი, აშშ იმედოვნებს, რომ ის დამოუკიდებელი იქნება.

„ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ აშშ უჭერს მხარს ომბუდსმენის ოფისს, ბატონ ნანუაშვილს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, როცა მთავრობას ეძლევა ძალაუფლება, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი ანგარიშვალდებულება და არსებობდეს დიალოგი მთავრობასა და მოქალაქეებს შორის.

სახალხო დამცველის ოფისი კი მთავრობის ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა მოქალაქის პრობლემაზე. ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს ნანუაშვილი, ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება დამოუკიდებელი“, – განაცხადა იან კელიმ.

უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რა დროსაც აღნიშნა, რომ საჯარო პირების წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

ომბუდსმენის ანგარიშს კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, როგორც იუსტიციის მინისტრის, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. თეა წულუკიანის თქმით, უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველს სპეციალურ განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ უჩა ნანუაშვილი საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 17 ნოემბერს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს.

დატოვე კომენტარი