იან კელი - ნებისმიერი საკითხი, რომელიც მეტ ყურადღებას მიაპყრობს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, მისასალმებელია
იან კელი - ნებისმიერი საკითხი, რომელიც მეტ ყურადღებას მიაპყრობს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, მისასალმებელია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ევროსაბჭოს ანგარიშს “კონფლიქტი საქართველოში” მიესალმება და აღნიშნავს, რომ აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ევროსაბჭოს ამ ანგარიშს. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია იმ სიტუაციით, რაც ხდება ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიც არის მაგალითად გამშვები პუნქტების დახურვა, ასევე იმ პირების უკანონო დაკავება, ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს და ა.შ. ზოგადად, ნებისმიერი საკითხი, რაც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნულ პრობლემას და გაზრდის ცნობიერებას, რა თქმა უნდა მისასალმებელია”,- განაცხადა იან კელიმ.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით.

კონსოლიდირებული ანგარიში მზადდება წელიწადში ორჯერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ, ანგარიშს საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილება.