იან კელი - ბორდერიზაციის ყველა ნაბიჯი არალეგალურია, ვინაიდან ჩვენ არ ვცნობთ ამ ე.წ. საზღვრებს
იან კელი - ბორდერიზაციის ყველა ნაბიჯი არალეგალურია, ვინაიდან ჩვენ არ ვცნობთ ამ ე.წ. საზღვრებს

ბორდერიზაციის ყველა ნაბიჯი არალეგალურია, ვინაიდან ჩვენ არ ვცნობთ ამ ე.წ. საზღვრებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა. ელჩი გამოეხმაურა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვას.

„ჩვენ ამ ქმედებას ნეგატიურად და უარესობისკენ გადადგმულ ნაბიჯად ვაფასებთ. ვთვლით, რომ ბორდერიზაციის ყველა ნაბიჯი არის არალეგალური იმიტომ, რომ უბრალოდ არ ვცნობთ ამ ე.წ. საზღვრებს და სხვა დაბრკოლებებს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს სხვა ნაწილებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის“, – განაცხადა იან კელიმ.

საოკუპაციო რეჟიმმა კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ხელოვნური ბარიერი აღმართეს.