ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა კვლევები მიმდინარეობს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა კვლევები მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვლევა მიმდინარეობს ვირუსის შესაძლო ახალ შტამებზე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში გავრცელებული ვარიანტის გარდა, კვლევის შედეგად სხვა შტამი არ დადასტურებულა.

„ვინაიდან ახალი შემთხვევების ნახტომისებური ზრდა გვქონდა და უარესდება სიტუაცია, გვინდა, გამოვრიცხოთ, ხომ არ გვაქვს საქმე ახალ შტამთან, ამიტომ ვიკვლევთ. ჯერ ყველა დელტაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.