იამაიკაზე ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

11:10, 11.03.2020

იამაიკაზე ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება იამაიკის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

პაციენტი იამაიკელი ქალია, რომელიც ბრიტანეთში იმყოფებოდა და 4 მარტს დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იყო.

იამაიკამ კორონავირუსის საფრთხის გამო, ფრენებზე შეზღუდვა რვა ქვეყანასთან დააწესა: ჩინეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, ირანი, სინგაპური, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია.

მსგავსი