„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გრძელდება
„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გრძელდება

კულტურის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში – „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება გრძელდება.

როგორც კულტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო  7 ოქტომბერს და გაგრძელდება 29 ოქტომბრის 12:00 საათამდე.