იაიაი ტურე – „იბერია“ კარგი გუნდია და მასთან დაძაბული დაპირისპირების მოლოდინში ვართ #1TVSPORT

23:22, 20.07.2026

„იბერიასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე სლოვაკური „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, იაია ტურემ „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„ჩვენი მეტოქე „იბერია“ კარგი გუნდია და პატივს ვცემთ. მას კარგად შეუძლია ადაპტაცია სხვადასხვა სათამაშო სისტემებთან. აქედან გამომდინარე, ხვალ საინტერესო და დაძაბული დაპირისპირების მოლოდინში ვართ.

ძალიან მოგვეწონა სტადიონი, შევედით და ბალახის საფარიც კარგ მდგომარეობაშია.

ეს ჩემთვის პირველი თამაშია „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის როლში. თავს კარგად ვგრძნობ და ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ.

ვთამაშობდი პეპ გვარდიოლასთან „მანჩესტერ სიტიში“. მის სათამაშო ფილოსოფიას თუ ვნერგავ „სლოვანში“? გთხოვთ, კითხვები მხოლოდ ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით იყოს დასმული“.

თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სლოვაკურ „სლოვანთან“ 21 ივლისს „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი