ჩინურ საფეხბურთო კლუბ „ცინდაოს“ ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ კარიერას დაამთავრებს და თავს რასიზმთან ბრძოლას მიუძღვნის.
კარიერა უნდა დავამთავრო, რათა „ფიფას“ (FIFA) ამ პრობლემასთან ბრძოლაში დავეხმარო. ჩვენ განათლების საკითხს უნდა მივაქციოთ დიდი ყურაღება. ასევე აუცილებელია კლუბებისთვის სანქციების დაწესება. მე რასიზმს რეალობაში შევჯახებივარ. როდესაც მოედანზე ხარ და ამას გრძნობ, ძალიან ძნელია კარგად იასპარეზო. როდესაც შენი ოჯახი მოდის მატჩის სანახავად და ფანატებისგან რასიზმის გამოხატულებაა, ეს საშინელებაა“, – ციტირებს კოტ’დივუარელს „სკაი სპორტსი“.