„ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველი იაია ტურე ოფიციალურად გახდა ჩინური კლუბის, „ცინდაო ჰაინიუს“ ფეხბურთელი.
36 წლის კოტ დ’ივუარელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა გუნდთან, რომელიც პირველ ადგილზეა ჩინეთის რანგით მეორე დივიზიონში.
„ჩემი კარიერის დასაწყისიდანვე ყოველთვის მიყვარდა გამოწვევები. ახლა, გადავწყვიტე მივიღო ახალი გამოწვევა და ისევ შევიდე ისტორიაში კლუბ „ცინდაო ჰაინიუსთან“ ერთად. ეს ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კლუბია დიდი პოტენციალით. ჩვენ საერთო ფილოსოფია გვაქვს – ვითამაშოთ ლამაზი ფეხბურთი! ჩემთვის დიდი პატივია გავიზარდო და წარმატებას მივაღწიო ამ კლუბში!“ – წერია ტურეს ოფიციალურ განცხადებაში.
აფრიკელი ფეხბურთელის წინა კლუბი იყო საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“. დეკემბერში, ამ გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, ტურე თავისუფალი აგენტი გახდა.