იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეწყვეტის რეალური შანსი არსებობს
იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეწყვეტის რეალური შანსი არსებობს

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას მოსაზრებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეწყვეტის რეალური შანსი არსებობს, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, მაკროფინანსურ დახმარების მიღებასა და 19 აპრილის შეთანხმებას შორის კავშირი არსებობს, თუმცა რამდენად განმსაზღვრელი იქნება ეს კავშირი და სხვა გარემოებები მოახდენენ თუ არა გავლენას, ეს არ იცის.

„როგორც ინფორმაცია მაქვს, ძალიან გასაგები მოწოდება იყო როგორც ხელისუფლების მიმართ, ისე ოპოზიციის მიმართ, რომ დოკუმენტს პატივი სცენ, ვისაც ხელი აქვს მოსაწერი მოაწეროს, ვისაც შესასრულებელი აქვს, შეასრულოს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი