იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრეზიდენტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ფიქრობს
იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრეზიდენტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ფიქრობს

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრეზიდენტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ფიქრობს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ვეტოზე სერიოზულად ფიქრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცნაურია ის ერთობოდეს ქართველ პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრებით“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ალტერნატიული კანონპროექტის მომზადებას, ხვიჩიას შეფასებით, საჭიროა ერთიან დოკუმენტზე შეთანხმება და არა ინდივიდუალური კანონპროექტებით სიარული.

„როგორც ჩანს, კანონპროექტების კანონპროექტებით დათრგუნვა ქართული პარლამენტარიზმის ერთგვარი სტილია, რომლის შინაარსი მე კარგად არ ვიცი. მგონია, რომ ჩვენ უფრო უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, რათა ერთიან დოკუმენტზე შევთანხმდეთ და არა ის, რომ როცა რაღაც არ მოგვეწონება, ყველამ ჩვენ ჩვენი დოკუმენტებით და კანონპროექტებით ვიაროთ. ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს, საზოგადოებას ცხოვრება მოუწევს „კიდევ უფრო გამკაცრებულ საბჭოთა კანონმდებლობის პირობებში“.