იაგო ხვიჩიას ფეისბუქსტატუსს პარლამენტში მცირე დაპირისპირება მოჰყვა [ვიდეო]

პარლამენტის სხდომათა დარბაზში „გირჩისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა იკამათეს. კამათის მიზეზი იყო მათ მიერ გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები. კერძოდ, სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას მიერ განთავსებული სტატუსი.

„კოლეგები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩვენ გვლანძღავდნენ, იმის გამო რომ პარლამენტში შესასვლელიაო ვიძახდით, ახლა თანამდებობებს ითხოვენ”, – დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში. მის ამ სტატუსს გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი.

„ჩემი განცხადებით შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, ბიძინასთან შეკრულს მეძახდით და ახლა სტატუსი გიკვირთ?”, – მიმართა იაგო ხვიჩიამ ლევან ხაბეიშვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ლევან ბეჟაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა იაგო ხვიჩიას მიუთითეს, რომ ტელეკამერები მათ კამათს იღებდნენ და მას აღარ უპასუხეს.