იაგო ხვიჩია - ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო ქვეყანას რეპუტაცია შეელახა, არ გამკვირვებია, რომ ზურაბიშვილს ამ პროცესთან დაკავშირებით რაღაცების გაკეთება მოუნდა
იაგო ხვიჩია - ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო ქვეყანას რეპუტაცია შეელახა, არ გამკვირვებია, რომ ზურაბიშვილს ამ პროცესთან დაკავშირებით რაღაცების გაკეთება მოუნდა

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში ჩაერია.

„სალომე ზურაბიშვილი შეთანხმების მონაწილე იყო, ეს პროცესი მისი ჩარევით წარიმართა. არ გამკვირვებია, რომ მას ამ პროცესთან დაკავშირებით რაღაცების გაკეთება მოუნდა. ვნახოთ, რას იზამს. ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო მთელ ქვეყანას რეპუტაცია შეელახა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა იქნება.