იაგო ხვიჩია - წინასაარჩევნოდ თუ რამე ჩვენს გამოცოცხლებას შეძლებდა, ის გარემოება იყო, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ომს უცხადებს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებს
იაგო ხვიჩია - წინასაარჩევნოდ თუ რამე ჩვენს გამოცოცხლებას შეძლებდა, ის გარემოება იყო, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ომს უცხადებს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებს

„ქართულ ოცნებას“ ამ კანონპროექტის შემოტანისთვის მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ, რადგან ქართული საზოგადოება გამოაცოცხლეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რა მდგომარეობაშია და შესაბამისად მოიქცეს 26 ოქტომბერს.

„წინასაარჩევნოდ თუ რამე ჩვენს გამოცოცხლებას შეძლებდა, ის გარემოება იყო, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ომს უცხადებს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებს, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ქართველი ხალხის ვალდებულებაა, რომ გამოვფხიზლდეთ და შევხედოთ, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, რათა შესაბამისად მოვიქცეთ 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ხვიჩიამ.