იაგო ხვიჩია - წინასაარჩევნო პერიოდში ამ ქვეყანაში ისეთი დაპირებებია გაცემული, იმასთან შედარებით, „ვივამედში“ შევალ და გამოვიყვან, რა დაპირებაა
იაგო ხვიჩია - წინასაარჩევნო პერიოდში ამ ქვეყანაში ისეთი დაპირებებია გაცემული, იმასთან შედარებით, „ვივამედში“ შევალ და გამოვიყვან, რა დაპირებაა

პოლიტიკოსებისთვის წინასაარჩევნო პერიოდი მგრძნობიარეა და ამ დროს ისინი ამომრჩეველს ბევრ რამეს ჰპირდებიან. ამ ქვეყანაში ისეთი დაპირებებია გაცემული, იმასთან შედარებით, „ვივამედში“ შევალ და გამოვიყვან, რა დაპირებაა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ხაბეიშვილი ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხალხი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ საარჩევნო დაპირებებს მაინცდამაინც მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

„ფეხბურთის რომელიღაც მწვრთნელს აქვს ნათქვამი, ფეხბურთელს ფორმის პიკში ჰგონია, ჯომოლუნგმაზე შიშველი ფეხებით ავალო. მგონი, ასე არიან პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ასეთ დროს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი სიტყვების თქმა მოსულა. პოლიტიკოსებისთვის წინასაარჩევნო პერიოდი მგრძნობიარეა და ამ დროს ისინი ამომრჩეველს ბევრ რამეს ჰპირდებიან. ამ ქვეყანაში ისეთი დაპირებებია გაცემული, იმასთან შედარებით, „ვივამედში“ შევალ და გამოვიყვან, რა დაპირებაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, წლების ნაშენები ურთიერთობები არ გაწყვიტონ, რადგან მომავალში ეს გამოადგებათ. ასეთი ხმაურით დაშლა არ ღირს. ხალხი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ საარჩევნო დაპირებებს მაინცდამაინც მნიშვნელობა არ მიანიჭონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.