იაგო ხვიჩია - ვწერთ კონსტიტუციას ჩვენნაირი ადამიანებისთვის, გვყავს მთავარი მღვდელმსახური და მეფე, ჰერმან პირველი საბო
სხვა ადამიანზე თუ არ ძალადობ, ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, ჩვენ ასე ვუყურებთ და ამ რწმენით ვწერთ კონსტიტუციას ჩვენნაირი ადამიანებისთვის, რომ ჩვენ ირგვლივ გაერთიანდნენ, ერთობლივად უკეთესად შევძლოთ სახელმწიფო სისტემის ძალადობისგან თავდაცვა, ისეთი ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბება გვინდა, რომლესაც ჰყავს მეფეც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩია პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩში“ მიაჩნიათ, რომ სხვა ადამიანზე თუ არ ძალადობენ, არავის აქვს უფლება, რამე აკრძალოს.
„ვფიქრობთ, რომ მე თუ სხვა ადამიანზე არ ვძალადობ, არავის აქვს უფლება, რაიმე ამიკრძალოს, ჩვენი კონსტიტუციაც ამ რწმენით არის დაწერილი, რომ აქ იკრძალება ძალადობა და შესაბამისად, სახელმწიფოსთან რა წინააღმდეგობებიც გვაქვს ქვეყნის კანონდებლობასთან, ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს, იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზი არის ძალადობა. სხვა ადამიანზე თუ არ ძალადობ, ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, ჩვენ ასე ვუყურებთ. ამ რწმენით ვწერთ კონსტიტუციას ჩვენნაირი ადამიანებისთვის, რომ ჩვენ ირგვლივ გაერთიანდნენ, ერთობლივად უკეთესად შევძლოთ სახელმწიფო სისტემის ძალადობისგან თავდაცვა. ასეთი ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბება გვინდა, რომლესაც ჰყავს მეფეც, ჩვენ ასე გამოგვივიდა საკონსტიტუციო მონარქიაც, თუმცა ეს სხვა ისტორიაა. ჩვენ გვყავს მთავარი მღვდელმსახური. „გირჩის“ მეფე არის ჰერმან პირველი საბო. ჰერმან საბო, რომელსაც თქვენ იცნობთ, იყო მთაწმინდის მაჟორიტარი და ჩვენი სლოგანი ამ არჩევნებზე იყო, „საბო მეფედ“. მეორე ადამიანი ლევან ჯგერენაია, ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური, რომელიც ჯარისგან ათავისუფლებს ხალხს, ჩვენ ასეთი ორი ადამიანი ბუნებრივად გყავდა, ერთზე, როგორც მეფეს ისე ვუყურებდით, რადგან ის არის ადმინი „გირჩის ბაბლის“ და მისთვის არმოსაწონ ადამიანებს ბაბლიდან აძევებდა. ორი ადამიანი აღმოგვაჩნდა „გირჩში“ ერთი მეფის ფუნქციებით და მეორე მთავარი მღვდელმსახურის. ჯაფარას კრიზისის შემდეგ, ამ ორმა ადამიანმა ითავა „გირჩის“ შეკრება. „თიმ გირჩი“ ჩამოაყალიბეს და ფაქტობრივად, „გირჩის“ იდეის კონცენტრაცია ამ ორი ადამიანის გარშემო მოხდა. ერთი თავისი არსით, „საბო მეფედ“ კამპანიის ნაყოფი იყო, მეორე იყო ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური. აღმოჩნდა, რომ როგორც ინგლისში, სადაც კონსტიტუციური მონარქია არსებობს, ბუნებრივად ყავდათ მეფე და მთავარი მღვდელმსახური, ჩვენ ეს გამოვიყენეთ, ამაზე ავაგეთ მთელი კონსტიტუცია“, – განაცხადა ხვიჩიამ.