იაგო ხვიჩია - ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებები „ნაცებისთვის“ მისაღებია, ჩვენ თავს აღარ ვჩივით
იაგო ხვიჩია - ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებები „ნაცებისთვის“ მისაღებია, ჩვენ თავს აღარ ვჩივით

ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებები „ნაცებისთვის“ მისაღებია, ჩვენ თავს აღარ ვჩივით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ქართულ ოცნებას” საშუალება არ მიეცა, საარჩევნო ბარიერის თემა ჩაეშალა, რაც მნიშვნელოვანია. დანარჩენი მეორე ხარისხოვანია, რადგან გენერალურ პროკურატურას რაიმე არც ამ ცვლილებებით ეშველებოდა. ჩვენ პროკურატურის დეცენტრალიზაცია გვჭირდება, გვინდა, რომ პროკურატურის განვითარებაზე ვიმსჯელოთ და არა, კარგი პროკურორის სხვა წესით არჩევაზე“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.