იაგო ხვიჩია - ვიცნობ რა ქვეყნის შიდა სიტუაციას, ბრიუსელის გზავნილები მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, შემთხვევით შეიძლება, მგელმაც მოუსმინოს სახარებას, მაგრამ ჯერ ამის ლოგიკური ნიშნები არ ჩანს
იაგო ხვიჩია - ვიცნობ რა ქვეყნის შიდა სიტუაციას, ბრიუსელის გზავნილები მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, შემთხვევით შეიძლება, მგელმაც მოუსმინოს სახარებას, მაგრამ ჯერ ამის ლოგიკური ნიშნები არ ჩანს

ქართული ანდაზა არსებობს, მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო. ევროკავშირის ქმედება ახლა ზუსტად ამას წააგავს. ვიცნობ რა ქვეყნის შიდა სიტუაციას, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთქმედებებს, ახლა მათი ნათქვამი საერთოდ არ ესმით და სულ სხვა, თავიანთი ბრძოლებით არიან დაკავებული, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გუშინ ბრიუსელიდან მიღებულ გზავნილებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხვიჩია ამბობს, იმედი აქვს, რომ მოკლე დროში მისი კოლეგები გზავნილებს გაითვალისწინებენ.

„იმედი მაქვს, ცოტა ხანში ჩვენი კოლეგები აზრზე მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ეს გზავნილები ნამდვილად მგლის თავზე სახარების კითხვაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე: „ბრიუსელის გზავნილების შემდეგ ოპოზიცია და მმართველი გუნდი ხომ არ შეცვლის რამეს პოლიტიკურ სტრატეგიაში“,  ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ჯერ ამის ლოგიკური ნიშნები არ ჩანს.

„ჩვენ არ ვიცით, შემთხვევითობა რას მოგვიტანს. შემთხვევით შეიძლება, მგელმაც მოუსმინოს სახარებას, მაგრამ ჯერ ამის ლოგიკური ნიშნები არ ჩანს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.