იაგო ხვიჩია - ვიცი, რომ ბარიერზე კამათი კიდევ გაგრძელდება და ცოტა ხანში „ოცნება“ ამ კამათს უხერხულად მარტივად მოიგებს
იაგო ხვიჩია - ვიცი, რომ ბარიერზე კამათი კიდევ გაგრძელდება და ცოტა ხანში „ოცნება“ ამ კამათს უხერხულად მარტივად მოიგებს

ზუსტად ვიცი, რომ ბარიერზე კამათი კიდევ გაგრძელდება და ცოტა ხანში „ოცნება“ ამ კამათს უხერხულად მარტივად მოიგებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ტელევიზორს  ვუყურებ და მარტო მიშას კი არა, ვისაც არ დაეზარა, ბარიერია საჭიროო უთქვამს. კაცი გეუბნება, რამდენ ხმასაც აიღებ, იმდენი დეპუტატი გეყოლებაო. მე არ წავიღებ სხვისას და არც შენ არ მოგცემ ამის საშუალებასო. ვისაც რამდენი კაცი შემოგვხაზავს, იმის მიხედვით დავლაგდეთო. ამ წესით ვითამაშოთო. რამე ფორმულა არსებობს, რითაც შეიძლება მან ეს კამათი წააგოს? ჰოდა, რატომ ეკამათებით იქ, სადაც კამათის მოგების ფორმულა არ არსებობს. იმიტომ არ არსებობს, რომ ოპონენტს ხელში თანასწორობის არგუმენტი და მარტივი არითმეტიკა უჭირავს. მე ზუსტად ვიცი, რომ ბარიერზე კამათი კიდევ გაგრძელდება და ცოტა ხანში „ოცნება“ ამ კამათს უხერხულად მარტივად მოიგებს. შესაბამისად, ბიძინა გამოვა მეტი თანასწორობის მომხრე და დანარჩენები პრივილეგიების. თუ ეს გინდათ, გააგრძელეთ“, – წერს იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, „გირჩი“ 2016 წლიდან ითხოვს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ბუნებრივი ბარიერით.

„ქართული ოცნებაში“ დღეს განაცხადეს, რომ გამოდიან ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.