იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებულია, რომ მმართველ გუნდს მძიმე დღეები უფრო მარტივად გადაეტანა
იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებულია, რომ მმართველ გუნდს მძიმე დღეები უფრო მარტივად გადაეტანა

ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებულია, რომ მმართველ გუნდს უფრო მარტივად გადაეტანა მძიმე დღეები, რაც გამოწვეული იყო რუსული კანონით და „თავდაცვის კოდექსით“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის რეჟიში ყოფნას გამოეხმაურა.

„შეთანხმების გარეშე, არ მეგულება იმ ხარისხის სიბრიყვე, რომელიც დაუშვებდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ბოიკოტი გამოგეცხადებინა და ბრძოლის ველიდან საერთოდ გაქცეულიყავი“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.