იაგო ხვიჩია - ვერ ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს შორის ლოგიკურ-შედეგობრივ კავშირს და იმ მიზანს, რაც პარტიას აქვს, მიჭირს კომენტარის გაკეთება, თუმცა კოლეგებს წარმატებას ვუსურვებ
მე ვერ ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს შორის ლოგიკურ-შედეგობრივ კავშირს და იმ მიზანს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უჭირს კომენტარის გაკეთება, თუმცა კოლეგებს წარმატებებს უსურვებს.
„არ მესმის, მე ვერ ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს შორის ლოგიკურ-შედეგობრივ კავშირს და იმ მიზანს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მიჭირს კომენტარის გაკეთება, თუმცა წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.