იაგო ხვიჩია - ველოდები, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზა უფრო გამარტივებული იქნება, რადგან მათთვის ცხადია, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება
იაგო ხვიჩია - ველოდები, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზა უფრო გამარტივებული იქნება, რადგან მათთვის ცხადია, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება

ველოდები, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზა უფრო გამარტივებული იქნება, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი,„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოს დღევანდელ განცხადებას მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე.

„ველოდები, რომ ასეთი განცხადების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზა იქნება უფრო გამარტივებული, რადგან მათთვის ცხადია, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სამწუხაროა, რომ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება“.