იაგო ხვიჩია - ვაშაძე ერთს ამბობს და სხვები სხვა პოზიციას აფიქსირებენ, მგონი, ჯერ თავად არ არიან ჩამოყალიბებული, რა გაერთიანებაა, დაველოდოთ და წარმატებები ვუსურვოთ
იაგო ხვიჩია - ვაშაძე ერთს ამბობს და სხვები სხვა პოზიციას აფიქსირებენ, მგონი, ჯერ თავად არ არიან ჩამოყალიბებული, რა გაერთიანებაა, დაველოდოთ და წარმატებები ვუსურვოთ

მგონი, ჯერ თავად არ არიან ჩამოყალიბებული, რა გაერთიანებაა. ვაშაძე ერთს ამბობს და სხვები სხვა პოზიციას აფიქსირებენ. ვინაიდან არ ვიცი, რაზე ვლაპარაკობთ და არც ერთმა მონაწილემ ჯერ ეს არ იცის, დაველოდოთ და ყველაფერში წარმატებები ვუსურვოთ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, შემოთავაზების შემთხვევაში, ხომ არ ითანამშრომლებთ მათთან, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ  ზოგადად, „გირჩი“ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ პროევროპულობა არავისთვის დასამტკიცებელი ჩვენ არ გვაქვს და პროდასავლელობა. ზოგადად, თანამშრომლობით ჩვენ ყველასთან მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, „ქართული ოცნების“ ჩათვლით, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თანამშრომლობას რაღაცას ვეძახით, უბრალოდ სიტყვისთვის ამის გამოყენება არ გვინდა. მართლა გვინდა რაღაცაში თანამშრომლობა, თორემ ასე ყველასთან ვთანამშრომლობთ. ისე ვინმესთან ერთად გავერთიანდებით თუ – არა, მოგეხსენებათ, ისედაც არ ვუყვარვართ ჩვენ ამ ხალხს, გაერთიანება კი არა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა დაიწყოს საერთო ეროვნული, პროევროპული მოძრაობა, რომელიც ხალხს მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს, თუმცა „ეს გაერთიანება კოალიცია ვერ იქნება“.