იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ

ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ხომ არ ვამუშავებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ნიკა მელიას დაელაპარაკება და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს.

„ადამიანის იძულება არ შეიძლება. არ შეიძლება, ადამიანი იძულებით მუშაობდეს, მათ შორის პარლამენტში. ნების გამოხატვაა ხომ მთავარი? ნების ნამდვილობაში უნდა დარწმუნდეს პარლამენტი. უფლებამოსილების შეწყვეტა ნიკა მელიას თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ. არ მგონია, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის ჩემი ხმა გახდეს საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკას დაველაპარაკები და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.