იაგო ხვიჩია - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც არაპატივისცემით თუ მოეპყრობიან პარტნიორებს, არსებობს შანსი, რომ ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ, ყველაზე მეტად ამის მეშინია
იაგო ხვიჩია - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც არაპატივისცემით თუ მოეპყრობიან პარტნიორებს, არსებობს შანსი, რომ ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ, ყველაზე მეტად ამის მეშინია

არ ვიცი, როგორ უნდა დაიხუროს მოლაპარაკების კარი, მაშინ ჩხუბის კარი დარჩება მარტო ღია. აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა ქრონიკულ პროცესში გადავდივართ, რაც ძალიან მძიმე იქნება ამ ქვეყნისთვის. არ მგონია, რომ კარი ხელისუფლების დასახური და გასაღებია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ხვიჩია ფიქრობს, რომ მოლაპარაკება კვლავ გაგრძელდება და ქვეყანაში  ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება დაიწყება.

„ვფიქრობ, პროცესები კიდევ იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ქვეყანაში გვექნება პარლამენტი და გაგრძელდება ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება. სამწუხაროდ, არ გვყავს ასეთი კეთილგონიერი პოლიტიკური სპექტრი, თუმცა არსებობს შანსი, რომ ადამიანები გონს მოეგონ. თუ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ორივე თანაბრად არაპატივისცემით ეპყრობა დასავლელ პარტნიორებს, არსებობს შანსი, რომ ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ. ყველაზე მეტად ამის მეშინია, რომ ჩვენ დასავლელი სამყაროს ყურადღების მიღმა არ აღმოვჩნდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი