იაგო ხვიჩია - ტექნიკური თვალსაზრისით, პრემიერს გაერო-ს დებატებზე ცუდი გამოსვლა არ ჰქონია, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოეთხოვება 
იაგო ხვიჩია - ტექნიკური თვალსაზრისით, პრემიერს გაერო-ს დებატებზე ცუდი გამოსვლა არ ჰქონია, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოეთხოვება 

ტექნიკური თვალსაზრისით, პრემიერს გაერო-ს დებატებზე ცუდი გამოსვლა არ ჰქონია, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოეთხოვება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ჩემი აზრით, ტექნიკური თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრს ცუდი გამოსვლა არ ჰქონია, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, ბევრ საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოეთხოვება და იმ გამოწვევების უფრო სერიოზულად აღქმა, მიწოდება საზოგადოებისთვის, რა გამოწვევებიც ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ პრემიერის ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა.

„პრემიერს ეს უნდა ეთქვა, რაც არ უნდა ყოფილიყო საქართველოში, მაგრამ ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მგონი, უფრო მოთელვითი სამუშაოები მიმდინარეობს, ვიდრე სერიოზული მუშაობა. რასაც გვთხოვენ, არის კონსენსუსი და არა ის, რომ ტექნიკურად რაღაცები დავწეროთ. სამწუხაროდ, კონსენსუსის თვალსაზრისით, პროგრესს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.