იაგო ხვიჩია - თავიდანვე მივხვდით, რომ „ევროპულ საქართველოს“ შეთანხმების ჩაშლა უნდოდა
იაგო ხვიჩია - თავიდანვე მივხვდით, რომ „ევროპულ საქართველოს“ შეთანხმების ჩაშლა უნდოდა

არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც უნდათ შეთანხმება და არიან პარტიები, რომლებსაც არ უნდათ შეთანხმება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ამ შეხვედრების შედეგად გასაგები იყო, რომ შეთანხმება უნდათ ვაშაძის პარტიას, „ლელოს“, შეთანხმება არ უნდა „ევროპულ საქართველოს“.

მისივე თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკებაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მიდრეკილი იყვნენ, რომ შეთანხმებაზე კონკრეტული შედეგი არ ყოფილიყო.

„ჯგუფში ამრევი რომ არის, რომლსაც არ უნდა კონკრეტულამდე მიხვიდე, შესაბამისად, ყოველთვის იპოვის ნაკლს. „ქართული ოცნების“ ქმედებებში ნაკლის პოვნა თუ გინდა, მაგას რა უნდა. წარმოიდგინეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიდრეკილი არიან შეთანხმებისკენ და შესაბამისად, მათი ყველა მოქმედება მიმართულია იმისკენ, რომ შეთანხმება შედგეს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურად არ აწყობთ შეთანხმება. ეს ჩემთვის მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა. გავარკვიეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ არც ერთი ლიდერი არ არის პარლამენტის წევრი. ვინც პარლამენტის წევრები არიან, დავით ბაქრაძის გარდა, არც ერთი არ არის „ევროპული საქართველოს“ ლიდერი. შესაბამისად, ჩვენთვის ვითარება ცალსახად გასაგები იყო თავიდან. მესამე, მეოთხე შეხვედრის შემდეგ ვიცოდით, ვისთან შეიძლება საუბარი და ვინ არის დესტრუქტორი მოლაპარაკების პროცესში, თუნდაც ხუთი კაცი ვისხდეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, – მოდი, ჯერ ყველას აზრი გავიგოთ, მათ შორის ამ ხალხის, რა უნდათ და შემდეგ სათითაოდ დაველაპარაკოთ ხალხს, რომელიც ჩვენ დესტრუქტორად არ გვეჩვენება და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს. თავიდანვე მივხვდით, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ შეთანხმება შეუძლებელია, რადგან ამ ხალხს უნდა, შეთანხმება ჩაიშალოს. ეს მათი პოლიტიკური მიზანია, შეიძლება ლეგიტიმურიც არის ეს მისი გადმოსახედიდან, ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ ამ ამბავს და გავყვევით პროცესს ბოლომდე. მოლაპარაკების მაგიდაზე რამდენიმე საკითხი არსებობს, პირველი – პოლიტიკური პატიმრების საკითხი, მეორე – საარჩევნო ადმინისტრაცია, თავის ჟვანიას გათავისუფლებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და მესამე – იყო ვადამდელი არჩევნები. სულ სამი საკითხი იყო მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ რომ მივედით. ვთქვით, რომ ყველაზე საინტერესოა პირველი საკითხი, პოლიტიკური პატიმრები. ამის შემდეგ გვაქვს ვითარება, სადაც მოდიან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და გვეუბნებიან, მათ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივ პოზიციას, რომ ჩვენს სამ მოთხოვნას დაემატოს ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი. მე ამაზე დავსვი შეკითხვა, რატომ? ეს ყველაფერი არაკონსტრუქციულ ქმედებად რომ არ ჩამოგვართვან და ჩვენ რომ არ გამოვიდეთ გამტყუნებული ფასილიტატორებთან, მოდით, გვქონდეს კონსტრუქციული ალტერნატივა. აი, მაგალითად ეს თუ არ გინდათ, ეს მაინც ქენით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრებზეც ისაუბრა.

„ქართულ ოცნებასთან“ მე არ მქონდა კონტაქტი, ჩვენი პარტიის სიის პირველი ნომერი გახლდათ ზურაბ ჯაფარიძე და როგორც ჩემთვის შემდგომში განცხადა ცნობილი, თუ რამე კონტაქტი არსებობდა „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის, არსებობდა ზურაბ ჯაფარიძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის. სხვადასხვა პარტიის წევრების ხვდებოდნენ ინდივიდუალურად „ქართულ ოცნებას“. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წინადადება ჩემთან მოდიოდა ბადრი ჯაფარიძის გავლით. ბადრი ჯაფარიძე გვეუბნებოდა ჩვენ, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ და ასეთ რაღაცაზე არიან წამომსვლელები „ქართული ოცნების“ წევრები. მე ამას ვიღებდი სრულიად სიმშვიდით, რადგან პირიქით, მე პრობლემა ის მგონია, რომ არ მეკონტაქტებიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.