იაგო ხვიჩია - თაკო ჩარკვიანის განცხადების ნამდვილობას მაშინ დავიჯერებ, როცა რუსთაველის გამზირზე ლეიბზე წამოწოლილს დავინახავ
იაგო ხვიჩია - თაკო ჩარკვიანის განცხადების ნამდვილობას მაშინ დავიჯერებ, როცა რუსთაველის გამზირზე ლეიბზე წამოწოლილს დავინახავ

თაკო ჩარკვიანის განცხადების ნამდვილობას მაშინ დავიჯერებ, როცა რუსთაველის გამზირზე ლეიბზე წამოწოლილ თაკო ჩარკვიანს დავინახავ, დანარჩენი, ვიღაცების ფანტაზიაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, როცა ეს რეალურად ახდება, ვნახავთ, ამას რა შედეგი ექნება.

„თაკო ჩარკვიანი, როგორც იდეის ავტორი და ინიციატორი, მაგალითს უნდა აძლევდეს საკუთარ მხარდამჭერებს და შემდეგ უნდა მოუწოდებდეს. თუ გინდა, რომ საკუთარ იდეას ვინმემ პატივი სცეს, თავად უნდა დაიწყო მისი განხორციელება. ხალხს მაგალითი თავად უნდა მისცეს. ოპოზიცია იმიტომ ქირქილებს, რომ თაკო ჩარკვიანმა თავად არ მისცა სხვებს მაგალითი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ?“