იაგო ხვიჩია - თაკო ჩარკვიანი მართალია, „ნაცმოძრაობა“ უნდა დაიშალოს და სააკაშვილი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ
იაგო ხვიჩია - თაკო ჩარკვიანი მართალია, „ნაცმოძრაობა“ უნდა დაიშალოს და სააკაშვილი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ

„ნაცმოძრაობა“ უნდა დაიშალოს და მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

იაგო ხვიჩია ეხმაურება „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანის იმ განცხადებას, სადაც ჩარკვიანი აღნიშნავს: „500-ათასიან პარტიას თუ შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ“.

„ქალბატონი თაკო მართალია, „ნაცმოძრაობა“ უნდა დაიშალოს და მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, – წერს იაგო ხვიჩია.