იაგო ხვიჩია - სრულიად პოლიტიკური ნაწილია, რომ ოპონენტებს დააბრალო რაღაც სიგიჟე, ეს არის მცდელობა, მნიშვნელოვანი თემებიდან არამნიშვნელოვან საკითხებზე დაიწყოს დისკუსია
იაგო ხვიჩია - სრულიად პოლიტიკური ნაწილია, რომ ოპონენტებს დააბრალო რაღაც სიგიჟე, ეს არის მცდელობა, მნიშვნელოვანი თემებიდან არამნიშვნელოვან საკითხებზე დაიწყოს დისკუსია

სრულიად პოლიტიკური ნაწილია ის, რომ ოპონენტებს დააბრალო რაღაც სიგიჟე. ეს არის მცდელობა, მნიშვნელოვანი თემებიდან არამნიშვნელოვან თემებზე დაიწყოს დისკუსია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან კიდევ ერთხელ შეაფასა ოპოზიციის რეაქცია პრიგოჟინის მიერ რუსეთში ამბოხის მოწყობის მცდელობაზე.

„ადამიანები გულშემატკივრობდნენ იმას, რომ რუსეთში მომხდარიყო რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც რუსეთს მოუწოდებდა ომის დასრულებისკენ ან ისეთ გარემოს შექმნიდა, როცა რუსეთის მიერ ომის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. მგონი, ეს ფაქტია ირაკლი კობახიძისთვისაც. სრულიად პოლიტიკური ნაწილია, რომ ოპონენტებს დააბრალო რაღაც სიგიჟე. ეს არის მცდელობა, საზოგადოებაში მნიშვნელოვანი თემებიდან არამნიშვნელოვან თემებზე დაიწყოს დისკუსია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.