იაგო ხვიჩია - სჯობს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები ბიძინა ივანიშვილის სახელზე შეგროვდეს და სალომე ზურაბიშვილი არ გააცდინონ ისეთ საკითხზე, რაც მისი კომპეტენცია არ არის
იაგო ხვიჩია - სჯობს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები ბიძინა ივანიშვილის სახელზე შეგროვდეს და სალომე ზურაბიშვილი არ გააცდინონ ისეთ საკითხზე, რაც მისი კომპეტენცია არ არის

სჯობს, ხელმოწერები ბიძინა ივანიშვილის სახელზე შეგროვდეს და სალომე ზურაბიშვილი ისეთ საკითხზე არ გააცდინონ, რაც მისი კომპეტენცია არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ სააკაშვილს ზურაბიშვილი ხელმოწერების საფუძველზე შეიწყალებს.

„სჯობს, ხელმოწერები ბიძინა ივანიშვილის სახელზე შეგროვდეს და სალომე ზურაბიშვილი ისეთ საკითხზე არ გააცდინონ, რაც მისი კომპეტენცია არ არის. მას ეს უფლებამოსილება ტექნიკურად აქვს, თუმცა შინაარსობრივად და მორალურად მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია. თუ „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, ან ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილი შეეცოდება, მან შეიძლება სალომე ზურაბიშვილს დაურეკოს და გათავისუფლება სთხოვოს. არ მჯერა, რომ სააკაშვილს ზურაბიშვილი ხელმოწერების საფუძველზე შეიწყალებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც პირველ მარტს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.