იაგო ხვიჩია - კრიზისის დაძლევის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში აღმოჩნდეს და არ დაიჭირონ
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, კრიზისი არ დაიძლევა, ვიდრე არ ჩამოვალო, მე პირიქით ვიტყოდი, ვიდრე კრიზისი არ დაიძლევა, ვერ ჩამოვა სააკაშვილი, აქ ისეთი სიტუაციაა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ჯერ ვერ ჩამოვა.
„მართლა თუ უნდა, რასაც ამბობს, ჯერ კრიზისი უნდა იყოს დაძლეული და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ჩავატაროთ ის პროცესი, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში აღმოჩნდეს და არ დაიჭირონ. მე არანაირი წინააღმდეგი არ ვარ. სანამ აქ ასეთი სიტუაციაა, მიხეილ სააკაშვილი ვერ ჩამოვა, დაიჭერენ. ამიტომ, ჯერ სიტუაციის განმუხტვაა საჭირო. ამ სიტუაციის განმუხტვას მიხეილ სააკაშვილი ჯერ ხელს უშლის. თავიდანვე რომ ასე დაეწყო, ამ ყველაფრის ნაცვლად, ყოფილიყო დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენ, ოპოზიცია შესაბამისად მოვქცეულიყავით, მიხეილ სააკაშვილი დღეს აქ იქნებოდა, დარწმუნებული ვარ“, – განაცხახა ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სიტუაციის სრული ნორმალიზებისთვის საჭიროა, თავისუფლად ჩამოდიოდეს ქვეყანაში.