იაგო ხვიჩია - შეიძლება, ვიღაცამ ისეთი რამ მიქაროს, უხერხულიც კი იყოს, არ მოუწყო სირცხვილის კორიდორი, მაგრამ, ამ წუთის მოცემულობით, მოქალაქეებისთვის სირცხვილის კორიდორების მოწყობას არ ვაპირებ
იაგო ხვიჩია - შეიძლება, ვიღაცამ ისეთი რამ მიქაროს, უხერხულიც კი იყოს, არ მოუწყო სირცხვილის კორიდორი, მაგრამ, ამ წუთის მოცემულობით, მოქალაქეებისთვის სირცხვილის კორიდორების მოწყობას არ ვაპირებ

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სირცხვილის კორიდორების მოწყობას არ აპირებს. მისი შეფასებით, სწორი იქნება, გაბრაზებულმა ადამიანებმა დისტანციის დაცვით, მდუმარებით გამოხატონ პროტესტი არსებული ვითარების მიმართ.

„მე არავის ვუწყობ სირცხვილის კორიდორებს. ადამიანები, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ მათ არჩევნები მოპარეს, როგორც მაგალითად, მე გავხდი პარლამენტის წევრი და არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება შესვლა, რადგან უხერხულია იქ შესვლა, ეგრე მოპარეს ადამიანებს მეორე ტური, უბრალოდ ფორმალურადაც უხერხულია მათი წასვლა არჩევნებზე.

ფაქტობრივად, ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ეს ადამიანები ვერ მონაწილეობენ, ხოდა ეს ადამიანები ხომ გაბრაზდნენ, მეც ხომ ასე ვარ გაბრაზებული. მე ვთვლიდი, რომ სწორი პროტესტი არის გაბრაზებული ადამიანები დისტანციის დაცვით, მდუმარებით გამოხატავდნენ არსებული სიტუაციის მიმართ პროტესტს. ამიტომ მშვიდი პროტესტი, გზაზე ისედაც არის ხოლმე პროტესტები და არ ვიცი, სად რა საარჩევნო უბანზე ვსაუბრობთ, გზაზე, ქუჩაში ადამიანები გამოდიოდნენ და აპროტესტებდნენ, დისტანციის დაცვით. რამდენი ადგილიც დასჭირდება იმას, რაც ხელისუფლებამ მოუწყო, ვფიქრობ, სრულიად ნორმალურია, მაგრამ მე არავის ე.წ. დაშეიმინგება და სამარცხვინოდ გამოყვანა არ მინდა.

არ მინდა, მაგ პროცესში შესვლა ფიზიკურად. ვიღაცამ შეიძლება, ისეთი რამე მიქაროს, უხერხულიც კი იყოს, რომ მას არ მოუწყო სირცხვილის კორიდორი, მაგრამ მე საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამ წუთის მოცემულობით, სირცხვილის კორიდორების მოწყობას არ ვაპირებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.