იაგო ხვიჩია - შეიძლება, „ლელოს“ აქვს კეთილი ზრახვები, მომრიგებლის როლის თამაში, მაგრამ ეფექტურობაში ეჭვი მეპარება
იაგო ხვიჩია - შეიძლება, „ლელოს“ აქვს კეთილი ზრახვები, მომრიგებლის როლის თამაში, მაგრამ ეფექტურობაში ეჭვი მეპარება

შეიძლება, „ლელოს“ კეთილი ზრახვები აქვს, მომრიგებლის როლის თამაში, მაგრამ ეფექტურობაში ეჭვი მეპარება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ლელოს“ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.

„შეიძლება, „ლელოს“ კეთილი ზრახვები აქვს, მომრიგებლის როლის თამაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაღაც თვალსაზრისით მხარე აირჩიეს. აქედან გამომდინარე, ეფექტურობაში ეჭვი მეპარება, თორე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგებაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ.

სულ მცირე მანამდე ვამბობდით, ვიდრე იმას დავაკვირდებოდით, რომ დიდი ალბათობით, ორივე პარტია შეთანხმებულად მუშაობს ერთმანეთთან. ზოგადად, თუ დიალოგი არ არის, ვიწყებთ ჩხუბს. დიალოგი საჭიროა იმისთვის, რომ ჩხუბში არ გადავიდეს ურთიერთობები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.