იაგო ხვიჩია - შარლ მიშელის დოკუმენტი როგორც უნდა შესრულებულიყო, ისე არ შესრულებულა და სწორედ ამიტომ ჩამოდის საქართველოში
იაგო ხვიჩია - შარლ მიშელის დოკუმენტი როგორც უნდა შესრულებულიყო, ისე არ შესრულებულა და სწორედ ამიტომ ჩამოდის საქართველოში

თინეიჯერები რომ ჩხუბობენ ზოგჯერ საქმეში ერევიან ე.წ. ვზროსლები. ვზროსლი არის ბატონი შარლ მიშელი, ჩამოვიდა ჩვენი საკითხის მოსაგვარებლად, ჩვენ პატარა ბავშვებივით ჩხუბი არ დავამთავრეთ და იმიტომ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი პუნქტების შესრულება ჯერ დაწყებული არ არის.

„მგონი, თვითონ ბატონი შარლ მიშელი აქ გამზადებული საკითხებით მოვა სავარაუდოდ, მან ზუსტად იცის ის კონფლიქტები, რაც ახლა გვაწუხებს, ჩვენ უბრალოდ ყურადღებით მოვისმენთ და დავეხმარებით აქაური სიტუაციის უკეთ გარკვევაში ბატონ შარლ მიშელს. ისე როგორც უნდა შესრულებულიყო დოკუმენტი არ შესრულებულა და სწორედ ამიტომ ჩამოდის შარლ მიშელი საქართველოში, თუმცა ამ პუნქტის ორი მთავარი ნაწილის შესრულება ჯერ ფაქტობრივად არ დაწყებულა, უბრალოდ შეტანილი გვაქვს კანონპროექტი. მთელი მსოფლიოს თვალწინ თავი მოიჭრა „ქართულმა ოცნებამ“ ამ თვალსაზრისით, თუმცა მნიშვნელოვანი პუნქტებია წინ და ალბათ, შარლ მიშელისგან ჩვენ რაც გვჭირდება არის ის, რომ არ დადგეს დღის წესრიგში „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების არსებითი პუნქტების დარღვევა, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და 43 პროცენტიანი ბარიერი. მგონი, ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიცია ამის დაცვაში უნდა იყოს ერთიანი“, – განაცხადა ხვიჩიამ.