იაგო ხვიჩია - შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შემოსვლა არ უნდა, მაგრამ ხელფასისა და პარტიული დაფინანსების დაკარგვის შანსი გაჩნდა და შემოდის
იაგო ხვიჩია - შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შემოსვლა არ უნდა, მაგრამ ხელფასისა და პარტიული დაფინანსების დაკარგვის შანსი გაჩნდა და შემოდის

მესმის, რომ „ქართული ოცნება“ გააფთრებული იბრძვის, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში არ შემოვიდეს, მაგრამ მხარდამჭერები, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოკითხვაში მონაწილეობენ, მას საკანონმდებლო ორგანოში სულ ტაატით შემოიყვანენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან მისაღებ პარტიულ დაფინანსებას უკავშირდება.

„მგონი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტის ლანძღვაში გულწრფელია, მას აქ მუშაობა არასოდეს უნდოდა. ახლა, როცა ხელფასისა და პარტიული დაფინანსების დაკარგვის შანსი გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შემოსვლა არ უნდა, პარლამენტში შემოდის. ამას მივესალმოთ და ტაში დავუკრათ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნების საკითხს, უფრო მეტად შალვა ნათელაშვილს ველოდები, რადგან ხინკალი მაქვს მოგებული“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს, თუ საპარლამენტო მანდატს იყენებს.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ გამოკითხვას ატარებს, შევიდეს თუ არა პარლამენტში. შალვა ნათელაშვილის თქმით, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას ხალხის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს.

დატოვე კომენტარი