იაგო ხვიჩია - საქართველოში ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს, ამის იქით ყველაფერი გემოვნების საკითხია, ზოგს ხუთი პროცენტი მოსწონს, ზოგს - ორი, ზოგი ცოტა ხნის წინ 15 პროცენტისკენაც იქაჩებოდა
იაგო ხვიჩია - საქართველოში ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს, ამის იქით ყველაფერი გემოვნების საკითხია, ზოგს ხუთი პროცენტი მოსწონს, ზოგს - ორი, ზოგი ცოტა ხნის წინ 15 პროცენტისკენაც იქაჩებოდა

საქართველოში ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს, ამის იქით ყველაფერი გემოვნების საკითხია, ზოგს ხუთი პროცენტი მოსწონს, ზოგს – ორი, ზოგი ცოტა ხნის წინ 15 პროცენტისკენაც იქაჩებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიაც შეაფასა.

„საარჩევნო სტრატეგიას რაც შეეხება, ოპოზიციის შეფასებაში ბიძინა ივანიშვილს სრულად ვეთანხმები. შეუძლებელია, ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია მომწონდეს. არსებობს თუ არა პოტენციალი, რომ ოპოზიციამ გაიზიაროს, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, ეს დამოკიდებულია იმაზე, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლომდე მოსყიდულია თუ არა ოპოზიციის ე.წ. ვერხუშკა. ოპოზიციაში ბევრი რომ მოსყიდულია, ამას ბევრი ამჩნევს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.