იაგო ხვიჩია - საქართველოში არც ერთი მიტინგი არ დარბეულა კანონიერად, ბოდიში უნდა მოვუხადოთ 7 ნოემბერს, 26 მაისს და 20 ივნისს დაზარალებულ ადამიანებს
იაგო ხვიჩია - საქართველოში არც ერთი მიტინგი არ დარბეულა კანონიერად, ბოდიში უნდა მოვუხადოთ 7 ნოემბერს, 26 მაისს და 20 ივნისს დაზარალებულ ადამიანებს

ზოგადად საქართველოში მიტინგების დარბევასთან დაკავშირებით ყოველთვის მაქვს ერთი პოზიცია. საქართველოში არც ერთი მიტინგი არ დარბეულა კანონიერად, ყველა მიტინგის დარბევის დროს მთავრობამ შესცოდა მოსახლეობასთან. ყველა ასეთ დარბევაზე ბოდიშია მოსახდელი და ცოდვებია მოსანანიებელი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ყველა აქციის დაშლის დროს მთავრობამ შესცოდა.

„მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროსაც იყო ასეთი ამბავი, იყო ამ ხელისუფლების დროსაც და იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ყველა მათგანში ადამიანები იყვნენ მართლები და მთავრობა ცდებოდა. ასეთი თვალსაზრისით უნდა შევხედოთ ამას, რომ საქართველოში არასდროს ​ ჰქონდეს მთავრობას ადამიანების დარბევის საშუალება, მაგრამ სულ ხდება რაღაც თვალსაზრისით, რომ ადამიანები ამ მანდატს აძლევენ საკუთარ მთავრობას, რაც ყოველთვის სამარცხვინოა. ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ, როგორც 7 ნოემბერს, 26 მაისს, ასევე 20 ივნისს დაზარალებულ ადამიანებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.