იაგო ხვიჩია - საპარლამენტო არჩევნების საკითხი გარკვეული თუ არ გვექნება, თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობას ვერ განმუხტავს
იაგო ხვიჩია - საპარლამენტო არჩევნების საკითხი გარკვეული თუ არ გვექნება, თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობას ვერ განმუხტავს

საპარლამენტო არჩევნების საკითხი გარკვეული თუ არ გვექნება, თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობას ვერ განმუხტავს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩი“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების იმედი აქვს.

„არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კამპანია დაიწყოს ვიღაცამ, უბრალოდ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვიცით, მანამდე ეს ხალხი შერიგდება თუ არა საპარლამენტო არჩევნებზე. ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ჩვენ გარკვეული გვაქვს საპარლამენტო არჩევნების საკითხი. ეს საკითხი თუ არ გვაქვს გარკვეული, ამ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ განმუხტავს არსებულ დაძაბულობას და მის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო დიდ დაძაბულობას მივიღებთ. ჩვენ ვემზადებით, რომ შეთანხმება შედგეს, მაგრამ პარალელურად ამ არჩევნებისთვისაც ვემზადებით. უაზრობა მგონია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეთანხმების გარეშე, მაგრამ იმავდროულად იმედი მაქვს, შეთანხმება შედგება.  ჩვენი კოლეგების კომენტარებიც და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა იმედს მიჩენს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.