იაგო ხვიჩია - სანქციების დაწესების მომხრე არ ვართ
იაგო ხვიჩია - სანქციების დაწესების მომხრე არ ვართ

სანქციების დაწესების მომხრე არ ვართ და საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ, მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს, ის არის, რომ ქვეყანაზე ხელი ჩაიქნიონ და აქედან პარტნიორები საერთოდ წავიდნენ, რასაც ყველაფერი სჯობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, სჯობს, სანქციები „ქართული ოცნების“ ყველა წევრს დაუწესონ.

„არც სანქციებს ვთხოვ, არც არაფერს. მინდა, ქვეყნის მიმართ პარტნიორებმა ინტერესი არ დაკარგონ, მაგრამ თუ ასე დგას საკითხი, რომ ან ქვეყნის მიმართ ინტერესები უნდა დაიკარგოს ან „ქართული ოცნება“ დასანქცირდეს, რასაკვირველია, „ქართული ოცნება“ უნდა დასანქცირდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.