იაგო ხვიჩია - სამყაროში მთავარი მოკავშირე არის აშშ, ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, რისი იმედიც უნდა გვქონდეს, არის ამერიკა
სამყაროში მთავარი მოკავშირე არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, რისი იმედიც უნდა გვქონდეს, არის ამერიკა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩვენ არათუ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, არამედ იქეთ უნდა ვეკითხებოდეთ რჩევებს და როგორ შევასრულოთ, რომ გადაჭარბებით შევასრულოთ. ამ ქვეყანას ასე უნდა ვუყურებდეთ. თუ გვინდა, ვინმემ არ დაგვჩაგროს, არ შემოგვესიოს და სისხლი არ დაიღვაროს, ეს დამოკიდებულია იმაზე, ამ ქვეყნის მხარდაჭერა გვექნება თუ არა.
რაც შეეხება სააკაშვილს და მის სასამართლოს, ჩემი აზრით, მას სხდომაზე დასწრების უფლება რომ არ მისცეს, ეს სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვაა. ჯერ საჯაროობას აქვს პრობლემა, როცა ადამიანს თავისი დაცვის უფლება არ აქვს უშუალოდ სასამართლოს დარბაზში. თუ სასამართლო დარბაზში ერთი პატიმრის უსაფრთხოდ მიყვანა და გასამართლება არ შეუძლია, სახელმწიფოს მართლა რისი თავი აქვს?“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.