იაგო ხვიჩია - საერთოდ ვერ ვხედავთ ოპოზიციის მიერ წარმოებულ პროცესს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს მხოლოდ გიორგი ვაშაძის თავშია, დანარჩენების თავში არ არსებობს, ვაშაძეს გზადაგზა ეცლებიან​
იაგო ხვიჩია - საერთოდ ვერ ვხედავთ ოპოზიციის მიერ წარმოებულ პროცესს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს მხოლოდ გიორგი ვაშაძის თავშია, დანარჩენების თავში არ არსებობს, ვაშაძეს გზადაგზა ეცლებიან​

საერთოდ ვერ ვხედავთ ოპოზიციის მიერ წარმოებულ პროცესს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ეს მხოლოდ გიორგი ვაშაძის თავშია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ვაშაძეს გზა და გზა ეცლებიან.

ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით არც სახელისუფლებო პროცესი არსებობს.

„ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ ოპოზიციის მიერ წარმოებულ პროცესს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ეს მხოლოდ გიორგი ვაშაძის თავშია და ამ წარმოდგენებით მხოლოდ ის მოძრაობს, დანარჩენების თავში ეს პროცესი არ არსებობს. არც სახელისუფლებო პროცესი არსებობს, მაგრამ ის მართლა, ნაღდად არ არსებობს. არის ზოგჯერ, ადამიანებს ფიქრები გაქვს, გინდა, გამოგყვნენ. ვაშაძეს გზადაგზა ეცლებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.