იაგო ხვიჩია - სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესები მილევად რეჟიმშია, „სანტა ბარბარა“ ფინალისკენაა, უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავასრულოთ სცენარი ისე, რომ მაყურებელმა გინება არ დაიწყოს
იაგო ხვიჩია - სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესები მილევად რეჟიმშია, „სანტა ბარბარა“ ფინალისკენაა, უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავასრულოთ სცენარი ისე, რომ მაყურებელმა გინება არ დაიწყოს

არარსებულ ამბავზე, რომელსაც სერიოზულად არავინ უყურებს, დილიდან ვაკეთებთ კომენტარებს, რატომ ხდება ეს? „ნაცები“ საუბრობენ „მაგნიტსკის სიაზე“, პრეზიდენტი და ეკლესია საუბრობდნენ მონანიებაზე, კობახიძე კი ამბობს, საერთოდ რაც გინდა, ის ქნას, მაინც არაფერი შეიცვლებაო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესები მილევად რეჟიმშია.

„მე მაინც მონანიებას ვაწვები, უფრო საინტერესო იქნებოდა ეს ამბავი თეატრალური თვალსაზრისით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ამიტომ ამის ასე სწრაფად უარყოფა არ იყო კობახიძისგან საჭირო, გვეცდია, იქნებ ინანიებდა. შოუში ვართ თუ საპნის ოპერის რომელი გაგრძელებაა, ეს „სანტა ბარბარა“ ფინალისკენაა, სადაც ძირითადმა პერსონაჟებმა საკუთარი თავი ამოწურეს, ახლა ახალი სიუჟეტის განვითარება გვინდა – ამნისტიის კანონი, ახალი სახეები და ა.შ. მაინც მგონია, რომ ეს მილევად რეჟიმში არსებული სიტუაციაა მილევად რეჟიმში არსებულ პარტიასთან ერთად და უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავასრულოთ სცენარი ისე, რომ გინება არ დაიწყოს ბოლოს მაყურებელმა, რომელიც, ათი წელია, რაღაც უკეთესს ელოდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.