იაგო ხვიჩია - სააკაშვილმა თქვა, ზურაბიშვილის ადგილზე პროცესს ქუჩაში გადავიტანდიო და გადაიტანდა კიდეც, მაგრამ ორივე სხვადასხვა ადამიანებია
იაგო ხვიჩია - სააკაშვილმა თქვა, ზურაბიშვილის ადგილზე პროცესს ქუჩაში გადავიტანდიო და გადაიტანდა კიდეც, მაგრამ ორივე სხვადასხვა ადამიანებია

მიხეილ სააკაშვილი პროცესს ქუჩაში როგორ გადმოიტანს, ციხეში ზის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ის არ უნდა მოსთხოვონ, რაც მიხეილ სააკაშვილს.

„მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ქუჩაში გადავიტანდიო და დარწმუნებული ვარ, გადაიტანდა კიდეც, მაგრამ ორივე სხვადასხვა ადამიანია. ვიღაცას ბურთის თავით აკენწვლა შეუძლია, მაგრამ მე ვერ ავკენწლავ. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ის არ უნდა მოსთხოვონ, რასაც მიხეილ სააკაშვილს. საჯარო სივრცეში სკეპტიციზმს ვასხივებ და ეს საფუძვლიანია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, რუსთაველის გავსება შესაძლებელია“. ამასთან,  მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ევროპული ერთიანობის პლატფორმა მისასალმებელია.