იაგო ხვიჩია - სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს, საქართველოში მისი თანაგუნდელები ეფექტიანად ვერ მუშაობენ, ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში
იაგო ხვიჩია - სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს, საქართველოში მისი თანაგუნდელები ეფექტიანად ვერ მუშაობენ, ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში

სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს, საქართველოში მისი თანაგუნდელები ეფექტიანად ვერ მუშაობენ, ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში, ისინი უსაქმოდ არ სხედან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩას თქმით, პროცესიდან გამოსვლისთვის საჭიროა, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში გადაიყვანონ.

„ომში ჩათრევის ვერსია სისულელეა. რეალური ვერსია მგონია ის არის, რაზეც ვაფრთხილებდით „ქართულ ოცნებას“, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გვექნება პრობლემები. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს. საქართველოში მისი თანაგუნდელები მაინც და მაინც ეფექტიანად ვერ მუშაობენ, მაგრამ ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში, ისინი უსაქმოდ არ სხედან. ამ პროცესიდან გამოსვლა თუ გვინდა, რასაც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, ეს იყო გასაკეთებელი. შეიძლებოდა, რომ უცებ გაჩენილიყო სანქცირებულთა სიაში ისეთი გვარები, ვისზე საჯარო სივრცეში საუბარიც არ ყოფილა? ცხადია, რომ ამაში მიხეილ სააკაშვილის მეგობრების კვალი გამოიკვეთება, განსხვავებით თბილისისგან, ეს ხალხი იქ უსაქმოდ არ იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.