იაგო ხვიჩია - რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ხელისუფლების წარმოდგენა ზედმეტად ოპტიმისტურია
იაგო ხვიჩია - რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ხელისუფლების წარმოდგენა ზედმეტად ოპტიმისტურია

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ხელისუფლების წარმოდგენა ზედმეტად ოპტიმისტურია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩამ აღნიშნა, გულშემატკივრობს საქართველოს, რომ ქვეყანა არ დასანქცირდეს.

„საქართველოს ვგულშემატკივრობ, რომ ქვეყანა არ დასანქცირდეს და ამ თემაზე ნიშნის მოგებით საუბარი არ მჩვევია, მაგრამ ხელისუფლების წარმოდგენა ზედმეტად ოპტიმისტურია. მგონია, რომ საკუთარ თავს პოლიტიკურ სამარეს თავად უთხრიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.