იაგო ხვიჩია - რომელი პარტიებიც უფრო გულწრფელად დაუჭერენ მხარს ჩვენს სურვილებს, მათ გამოვუცხადებთ საჯარო მხარდაჭერას
იაგო ხვიჩია - რომელი პარტიებიც უფრო გულწრფელად დაუჭერენ მხარს ჩვენს სურვილებს, მათ გამოვუცხადებთ საჯარო მხარდაჭერას

რომელი პარტიებიც უფრო გულწრფელად დაუჭერენ მხარს ჩვენს სურვილებს, მათ საჯარო მხარდაჭერას გამოვუცხადებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.

​„როგორც ჩემთვის ცნობილია, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. ჩვენ მაჟორიტარებით არ ვიღებთ მონაწილეობას და ამიტომ ამ პროცესისგან თავისუფლები ვართ, მაგრამ დანარჩენი ოპოზიცია ამაზე ლაპარაკობს და ამ პროცესზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ჩვენ გვაინტერესებს მართლმსაჯულების რეფორმა, მე პირადად მაინტერესებს საბჭოთა მართლმსაჯულების დანგრევა. ყველა კოლეგას დავარწმუნებ, რომ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა დასანგრევია და ამას უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენი პოლიტიკური პოზიცია იქნება იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც უფრო მეტი თავისუფლებისთვის იბრძვიან. თავისუფლება სადღეგრძელო არ არის, მას აქვს გამოვლინებები – საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევა, ბავშვების გათავისუფლება საბჭოთა სკოლებიდან და კერძო სკოლებისთვის თავისუფლების მიცემა. რომელი პარტიებიც უფრო გულწრფელად დაუჭერენ მხარს ჩვენს სურვილებს, ჩვენ მათ საჯარო მხარდაჭერას გამოვუცხადებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.